ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
22-08-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები სკოლების დირექტორებსა და სხვა თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავენ. ცნობილია საკითხები, რომლებიც განიხილება და მთ შორისაა დაფინანსების მოდელის ცვლილება, „ემისის“ სისტემაში მონაცემთა ასახვის ვადები და ა.შ.

რა ინფორმაციას ეცნობიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები - გთავაზობთ შეხვედრების თემატურ მიმართულებებს:

სტრატეგიული და იურიდიული საკითხები: დაფინანსების მოდელის ცვლილებები, შრომითი და დისციპლინური წარმოების სამართლებრივი ასპექტები.

შიდა აუდიტი და მონიტორინგი: ადმინისტრირების პროცესები, სკოლის ინვენტარიზაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ფინანსური დისციპლინის დაცვა.

ქონების მართვა და რესურსები: სასკოლო ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების გამართვა და სასკოლო ფორმებისა თუ სახელმძღვანელოების უზრუნველყოფა.

სასწავლო პროცესი და პერსონალი: EMIS-ის სისტემაში მონაცემთა დროული ასახვა, მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლების ფუნქციების ეფექტური გადანაწილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203