
ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელში ცვლილებები შევიდა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სკოლების გაზრდილი ვაუჩერის ფორმირების წესს.
გაზრდილი ვაუჩერი ყოველთვიურად დაემატება ბაზისურ დაფინანსებას კონკრეტული მიზნობრიობით და ეს თანხები მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურებას - თითოეული პედაგოგისა და სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს დაფინანსებას; ფუნქციურ დანამატებს - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქციური დანამატის ხარჯების დაფარვას; საპენსიო შენატანს - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით საპენსიო ფონდში გადარიცხვას.
გაზრდილი ვაუჩერი კი დაიანგარიშება სხვადასხვა საბაზო, გაზრდილი ვაუჩერებისა და დაფინანსებების დაჯამებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
ცვლილება შეეხო ასევე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, სადაც მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერი და შესაბამისი კოეფიციენტები მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.