ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!
21-08-2026

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, საგანი, რომელშიც ბარიერი აბსოლუტურად ყველა აპლიკანტმა გადალახა ოსური ენაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს ოსური ენის გამოცდაზე სულ 2 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ორივე მათგანმა წარმატებით დაძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საგანში ჩაჭრის მაჩვენებელი 0%-ს შეადგენს, ხოლო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი - 100%-ს.

საინტერესოა სხვა საგნების სტატისტიკაც. აბიტურიენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე შემდეგ საგნებში:

ლიტერატურა - ბარიერი გადალახა აპლიკანტთა 98.55%-მა.

ქართული ენა და ლიტერატურა - ზღვარი წარმატებით დაძლია 96.77%-მა.

გერმანული ენა - მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 96.79%-მა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203