ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა
23-08-2026

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აბიტურიენტებისთვის ყველაზე დიდ ბარიერად ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იქცა. გამოიკვეთა ანტირეიტინგის ლიდერი საგანი, სადაც გამოცდაზე გასულთა ყველაზე მაღალი პროცენტი ჩაიჭრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ყველაზე რთული გამოცდა ფიზიკა აღმოჩნდა. ამ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აპლიკანტთა 31.69%-მა ვერ გადალახა. 

მინიმალური სხვაობით მეორე ადგილზეა ბიოლოგია, სადაც ჩაჭრის მაჩვენებელმა 31.42% შეადგინა.

გთავაზობთ იმ საგნების სამეულს, სადაც აბიტურიენტებს წელს ყველაზე მეტად გაუჭირდათ:

ფიზიკა - ჩაიჭრა აპლიკანტთა 31.69%

ბიოლოგია - ჩაიჭრა აპლიკანტთა 31.42%

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) - ჩაიჭრა აპლიკანტთა 31.2%.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203