4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 
20-08-2026
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. 
 
გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.  
 
გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ: 
• გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე; 
• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
 • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს; 
• ქალაქს,  სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203