
ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებმა საპატრიარქოს სკოლების სხვა მოსწავლეებთან ერთად 10 დღე მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამაში გაატარეს. ისინი მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, ვიქტორინებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და მუსიკალურ და მხატვრულ ღონისძიებებში.
მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტშიც გამოავლინეს. მათ მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის შეჯიბრებაში, ასევე აქტიურად ჩაერთნენ ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებში.
ბანაკის პროგრამა შემოქმედებით აქტივობებსაც მოიცავდა. მონაწილეებმა დადგეს სპექტაკლი და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „როგორ გავაცოცხლოთ სოფელი“.
თრუსოს ხეობის ბანაკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე.
ბანაკში მონაწილეობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ მეგობრული ურთიერთობები, გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და საინტერესო და შინაარსიანი გამოცდილება მიეღოთ