შედეგები, კომპეტენცია და ახალი შესაძლებლობები - შუაგორას საჯარო სკოლის პედაგოგებმა კომპეტენცია წარმატებით დაადასტურეს
19-08-2026

დასრულდა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების შედეგების გამოცხადება და ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, შუაგორას საჯარო სკოლაში დიდი ზეიმისა და სიამაყის დროა! კომპეტენციის დადასტურება ხომ უბრალოდ გამოცდის ჩაბარება არ არის - ეს ახალი შესაძლებლობების კარია, რომელიც ცოდნით, შრომითა და პროფესიული თავდადებით იღება.

„ჩვენი სკოლის განვითარება თითოეული პედაგოგის მუდმივ პროფესიულ ზრდაზე დგას. უდიდესი სიხარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას“, - აღნიშნავენ სკოლაში და გვაცნობენ წარმატებულ პედაგოგებს:

ანჟელა ღვიტიძე - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);

ნანა ლომინაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);

ქეთევან ტოფაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);

თამარ თევზაძე - მრავალმხრივი კომპეტენციის ბრწყინვალე დასტური: სამოქალაქო განათლება და სპორტი;

ლაშა დვალიშვილი - სამოქალაქო განათლება;

გოგოლა ბაჯაძე - სპორტი;

ლელა ყვავაძე - საბაზო უნარები (სპეციალური მასწავლებლის მომზადებისთვის);

ელეონორა სიმსივე - სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

„ძვირფასო და საამაყო კოლეგებო, გილოცავთ ამ დიდებულ შედეგს! გისურვებთ, ცოდნისა და გამოცდილების ეს ახალი ეტაპი პროფესიულ წარმატებად და აღიარებად იქცეს“, - ასე ულოცავს შუაგორას საჯარო სკოლა კოლეგებს წარმატებულ სერტიფიცირებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203