აბიტურიენტებისთვის - საბოლოო შედეგები, სკალირებული და გათანაბრებული ქულები ცნობილია
19-08-2026

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული  ქულებიც. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 

ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი).

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203