
მასწავლებლობა უსაზღვრო თავდადებასა და მუდმივ განვითარებას ეფუძნება, პროფესიული წინსვლა კი პირდაპირი დასტურია იმისა, რომ სკოლა ცოცხალი, პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზმია. დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის, ალპანის საჯარო სკოლა სიამაყითა და უდიდესი სიხარულით აღნიშნავს პედაგოგების წარმატებას საკვალიფიკაციო გამოცდებზე!
„ჩვენი კოლექტივის წევრებმა უმაღლესი პროფესიონალიზმი აჩვენეს და მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ“, - აღნიშნავენ სკოლაში და გვაცნობენ სხვადასხვა საგანში სერტიფიცირებულ კადრებს:
თამარ ხუციძე - უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
სალომე ფრუიძე - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
ფატიმა ლეშკაშელი - კომპიუტერული ტექნოლოგიები;
მაკა ხვადაგიანი - ქიმია.
ალპანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს თითოეულ მათგანს ამ დიდ გამარჯვებას და მადლობას უხდის ყოველდღიური ღვაწლისა და მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვისთვის.
„გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წინსვლას, უშრეტ ენერგიასა და უამრავ სიხარულს კეთილშობილურ პედაგოგიურ საქმიანობაში. თქვენი წარმატება ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი სკოლისა და ქვეყნის მომავლის უპირობო გამარჯვებაა!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.