საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემები გამოქვეყნდა 
18-08-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
 
გამოსაცდელებს უკვე შეუძლიათ ნახონ ოთხივე ნაწილის - წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პირველადი შედეგები.
 
საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. 
 
მნიშვნელოვანია: საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ნებისმიერ სამ ნაწილში გადალახავს. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას.
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.
 
გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება  21 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203