
31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში Batumi Open 2026-ის სახელწოდებით ტაეკვანდოში ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც თბილისის N142 საჯარო სკოლა მოსწავლემ, მარიამ ჯვარიძემ გაიმარჯვა.
შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირში მონაწილეობდა კლუბ „TKD PANDA“-ს სპორტსმენი, თბილისის N142 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ ჯვარიძე.
59 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იუნიორმა მარიამ ჯვარიძემ ღირსეული მეტოქეობა გაუწია თურქ და ირანელ სპორტსმენებს და საბოლოოდ პირველი ადგილი მოიპოვა.
მარიამ ჯვარიძე Batumi Open 2026-ის გამარჯვებულია.
თბილისის N142 საჯარო სკოლა მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
„კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება მარიამს! ბევრჯერ აგეფრიალებინოს საქართველოს დროშა გამარჯვებისა და პირველობის სიხარულით!“ - აღნიშნავენ სკოლაში.