ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ლონდონის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ცოდნა, ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
ოლიმპიადაზე სკოლის მოსწავლეებმა ჯამში 20 მედალი მოიპოვეს:
- 2 ოქროს მედალი
- 4 ვერცხლის მედალი
- 14 ბრინჯაოს მედალი
„ეს წარმატება ეკუთვნის თითოეულ მოსწავლეს, რომელმაც საკუთარი შრომით დაიმსახურა. საერთაშორისო აღიარება, თითოეულ პედაგოგს, რომელმაც ამ გზაზე ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა, და თითოეულ მშობელს, რომლის მხარდაჭერაც ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებთ, რომ ლონდონი მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება იყოს იმ დიდ გზაზე, რომელიც მომავალ საერთაშორისო წარმატებებამდე მიიყვანს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.