
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია მოსწავლეებს სთავაზობს ოჯახურ და უსაფრთხო გარემოს, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს, სასიამოვნო და მრავალფეროვან სასკოლო ყოველდღიურობასა და სწავლების მაღალ ხარისხს.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მათგანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს.
საგანმანათლებლო დაწესებულება დიდ ყურადღებას აქცევს მასწავლებელთა პროფესიულ კვალიფიკაციასა და განვითარებას, რაც ხელს უწყობს თანამედროვე და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.