ფოთის N7 საჯარო სკოლა პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე ახალ ნაკადს იღებს
17-08-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლა მოსწავლეებს პროფესიის დაუფლებისა და საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად სთავაზობს.

სკოლაში ხორციელდება ორწლიანი პროფესიული ინტეგრირებული პროგრამა „Front-End დეველოპმენტი“, რომელიც საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამის პირველი ნაკადი სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელს მიიღო. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ერთდროულად ეუფლებიან თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიას და იღებენ საშუალო განათლებას.

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტზე გაიცემა სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი /ატესტატი, რომელიც მას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

სკოლის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს ახალი ნაკადის მისაღებად მზად არიან. პროგრამაზე 10 სტუდენტის მიღებაა დაგეგმილი, ამ ეტაპზე კი რამდენიმე თავისუფალი ადგილიც არის დარჩენილი.

სკოლა მომავალ სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს და მოუწოდებს, დროულად გააკეთონ არჩევანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203