
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფის მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლაში ჩატარებული შიდასასკოლო კვლევის შედეგების სიღრმისეული ანალიზი იყო. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სკოლის ძლიერ მხარეებზე და გამოავლინეს ის საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სკოლის განვითარების შესაძლებლობებზე, არსებული პრაქტიკის შეფასებასა და სამომავლო ნაბიჯებზე. შეხვედრამ პედაგოგებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი მოსაზრებები ღიად გაეზიარებინათ და სკოლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთობლივად განეხილათ.
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მასწავლებელს აქტიური ჩართულობისთვის, ღია დისკუსიისა და სასკოლო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ერთად შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“ — აღნიშნავენ სკოლაში.