„თქვენი წარმატება მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის, არამედ მთელი ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“ - ჭალადიდის სკოლის დირექტორი პედაგოგებს მიმართავს
17-08-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი აღინიშნა.

სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე კოლეგებს, შორენა მურუსიძესა და ლალი ბანძელაძეს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

შორენა მურუსიძემ წარმატებით ჩააბარა გამოცდა ბუნებისმეტყველებაში (I-VI კლასები), ხოლო ლალი ბანძელაძემ - სამოქალაქო განათლებაში.

სკოლის დირექტორის განცხადებით, პედაგოგების მიღწევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, როგორც პროფესიონალებისთვის, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის.

„სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს მეორე საგნობრივ კომპეტენციაშიც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. თქვენი ეს მიღწევა მნიშვნელოვანია არამხოლოდ პირადად თქვენთვის, არამედ მთელი ჩვენი სკოლის სასწავლო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს ნანა ქარციძე.

სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ პედაგოგებს მომავალ საქმიანობაში ნაყოფიერ მუშაობას, ახალ ინიციატივებსა და მოსწავლეთა სიყვარულს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203