„ეს წარმატება ჩვენი სკოლის სიამაყეა!“ - მუქედის საჯარო სკოლა ისტორიის პედაგოგს კომპეტენციის დადასტურებას ულოცავს
17-08-2026

განათლების სფეროში ნამდვილი წინსვლა მაშინ იწყება, როდესაც აკადემიური ცოდნა და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩაიწერა ვანის მუნიციპალიტეტის, მუქედის საჯარო სკოლის პედაგოგის, საბა გეგიძის პროფესიულ ბიოგრაფიაში - მან ისტორიის მასწავლებლის სერტიფიცირების გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ისტორიის მასწავლებლობას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება - მშრალი თარიღები ისე აქციო საინტერესო ამბად, მოსწავლეს წარსულის გააზრებასა და მომავლის შენებაში დაეხმარო.

სწორედ ამიტომ, საბას გეგიძის ეს მიღწევა მთელი სასკოლო საზოგადოების სიამაყის საფუძველია - კოლექტივი და ადმინისტრაცია გულწრფელად ულოცავს მას დამსახურებულ გამარჯვებას:

„ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას საბა გეგიძეს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის სერტიფიცირების გამოცდა ისტორიაში!

ეს შედეგი შენი შრომის, ცოდნისა და პროფესიული თავდადების დამსახურებაა.

გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და უამრავ გამარჯვებას!

შენი წარმატება ჩვენი სკოლის სიამაყეა!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203