არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც პირადი მაგალითით ამტკიცებენ - განვითარება უწყვეტი პროცესია და დღეს, როდესაც მასწავლებელთა ყველა გამოცდის შედეგი უკვე ცნობილია, კომპეტენციის წარმატებით დადასტურების ამსახველი ფეისბუქპოსტები უდავოდ ქმნის საზეიმო განწყობას.
ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგებისთვისაც განსაკუთრებული დღეა: მათმა მონდომებამ, დაუღალავმა შრომამ და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებამ შედეგი გამოიღო.
გაიცანით ტობანიერის საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომელთაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი:
მარიზა ქართველიშვილი - უფროსი სპეცმასწავლებლის გამოცდა;
ლიკა ჯოჯუა - მათემატიკა (I - VI) და სპორტი;
ირინა აბრამიძე - ბუნებისმეტყველება (I - VI);
ია მეფარიშვილი - სამოქალაქო განათლება.
„თქვენი მონდომება, თავდადება და პროფესიისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გახდა მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი პედაგოგი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს და ვითარდება“, - ამ სიტყვებით მიულოცა ტობანიერის სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურება.