
ყოველი წარმატებული ახალგაზრდის მიღწევების უკან დგას ძლიერი საგანმანათლებლო სივრცე. სწავლების მაღალი ხარისხი, დირექციის სწორი ხედვა და პედაგოგების პროფესიონალიზმი ის მყარი საძირკველია, რომელზეც ჩვენი შვილების მომავალი შენდება და დღეს სწორედ ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგზე გიამბობთ:
აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, სალომინაოს საჯარო სკოლა უდიდესი სიყვარულით ულოცავს თავის გამორჩეულ კურსდამთავრებულებს, ნოდარ მჟავანაძესა და პავლე ლელაძეს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
„დღეს განსაკუთრებული, სიხარულით სავსე დღეა - ჩვენო კურსდამთავრებულებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ მონდომებასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი!
გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტთა რიგებში ჩარიცხვას!
ეს გზა, რომელზეც ახლა შეაბიჯებთ, სავსეა საინტერესო თავგადასვლებით, ახალი მეგობრებითა და დიდი შესაძლებლობებით. იარეთ ყოველთვის წინ და არასოდეს დაივიწყოთ მშობლიური სკოლა, რომელსაც ასე ძალიან უყვარხართ და ამაყობს თქვენით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.