
განათლება არის ხიდი დღევანდელობასა და საუკეთესო ხვალინდელ დღეს შორის, ამ ხიდის მთავარი შემოქმედნი კი პედაგოგები არიან. მასწავლებლობა ხომ გულისხმიერების, მოთმინებისა და უსაზღვრო ერთგულების გზაა - პროფესია, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა ფიცი მიუძღვნა და ასე გააერთიანა ყველა პრინციპი, რომელსაც ამაგდარი პედაგოგები წლებია ერთგულად ემსახურებიან.
მასწავლებლის ფიცი
ვიღებ რა, ჩემს თავზე ამ მეტად საპასუხისმგებლო და რთულ მისიას, ვიყო მასწავლებელი
ვ ფ ი ც ა ვ
მიყვარდეს ჩემი სკოლის ყველა მოსწავლე მთელი სულით და გულით, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
მივიღო ისეთები, როგორიც არიან.
ვიზრუნო მათ გონებრივ განვითარებაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე.
გავუღვივო ინტერესი საგნის მიმართ.
ვეცადო გავხდე მათი მეგობარი.
შევაყვარო ჩვენი ქვეყანა და ჩავუნერგო გულწრფელი სიყვარული ქართული ღირებულებების, სარწმუნოებისა და ტრადიციების მიმართ.
მტკიოდეს მათი ტკივილი, მიხაროდეს მათი პატარა წარმატება და სიხარული.
ვიზიარებდე მათ მარცხს და ვამაყობდე მათი მიღწევებით.
შევეცადო მოვიპოვო ნდობა, გავხდე მათი დასაყრდენი და მოტივაციის მიმცემი წარმატებული და რეალიზებული მომავლისთვის.
პატივისცემით,
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ
მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
„ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი
ნელი ტერტერაშვილი