მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა და აპლიკანტების ნაწილს აინტერესებს, სად ან როგორ შეძლებს შეფასების შესახებ ცნობის აღებას. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას:
„გამოსაცდელმა გამოცდის შედეგად მიღებული შეფასების შესახებ ცნობის მისაღებად შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
განცხადების დაწერა შესაძლებელია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ.თბილისი, ე.მინდელის ქ.№9), ასევე რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე განიხილავს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით გამოგზავნილ განცხადებას“.