მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი არ დასრულებულა. საკუთარი ქულით უკმაყოფილო აპლიკანტებს კი აინტერესებთ, როდიდან შეეძლებათ გასაჩივრება. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
„თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონულად წარადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი.
მასწავლებლის გამოცდების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მასწავლებლის ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადებსა და გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება“.