
დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მოსწავლეებმა ამ ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და, რაღა თქმა უნდა, დამრიგებლისთვის, რომელმაც ბავშვებს ცოდნის სამყაროში მეგზურობა ამ ოთხი წლის მანძილზე გაუწია.
მე-4 კლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს.
„და აი, პირველი საფეხურიც დაძლეულია! წარმატებული და ემოციური მეოთხე კლასის გამოსაშვები ზეიმი.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საუკეთესო დამრიგებელს, ირმა მაღრაძეს, რომელიც ამ დღესაც და მთელი ამ წლების განმავლობაშიც გზას უნათებდა ჩვენს შვილებს. იამაყეთ თქვენი მოსწავლეებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ვიდეოს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო: