
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ წარიმართა. დირექცია და პედაგოგები ზრუნავდნენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მოტივაციაზე, შესაბამისად, ბავშვების სასკოლო ცხოვრება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება. ბავშვებმა სასკოლო ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის წარმატებით დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს და დამრიგებელს, სასწავლო ნაწილის გამგეს - ირმა კიკნაძეს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრებით წარდგნენ და მასწავლებლებსა და მშობლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს და დამრიგებელი სიამაყით აავსეს.
იხილეთ ვიდეო: