„გილოცავთ და გვეამაყებით!“ -რუსთავის №20 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ 
13-08-2026

რუსთავის №20 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ზრუნავს მათ მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე, რაც მომავალი თაობის მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. ახლახან, სკოლაში ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა სასწავლო წარმატება აღინიშნა. 

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა.

„რუსთავის №20 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოებას.

ვულოცავთ XII კლასის (დამრიგებელი – მარინე ტაბატაძე), XII კლასის (დამრიგებელი – ნინო ბიძინაშვილი) და XII კლასის (დამრიგებელი – ქეთევან მამიაშვილი) მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს:

  • მარიამ თურქაძემ;
  • ლევან მახათაძემ;
  • დავით ბიჭაშვილმა;
  • რეზო მიქაძემ;
  • ლუკა მანჩხაშვილმა.

ვერცხლისმედალოსნები კი არიან:

  • ლიზი ბედოიძე;
  • გიორგი კობერიძე;
  • მარიამ სარიშვილი.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ეს წარმატება თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგია. გისურვებთ ღირსეული გამარჯვებებით, ახალი მიღწევებითა და ბედნიერი მომავლით სავსე ცხოვრების გზას.

გილოცავთ და გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203