ძველი ხიბულის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
13-08-2026

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთარებულთა მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორის არიან - ელენე ჯანჯღავა და ლიზი ქვარაია, რომლებიც ახლახან სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

12 აგვისტოს, ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ძველი ხიბულის საჯარო სკოლიდან დაჯილდოვდნენ ოქროსმედალოსნები - ელენე ჯანჯღავა და ლიზი ქვარაია. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს. მადლობა მათ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებასა და განხორცილებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203