მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება
12-08-2026

დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესი. დოკუმენტში საუბარია იმ განახლებულ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებს უკვე სექტემბრიდან დაურიგდებათ.

განათლების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტულ ქვეპროგრამას დაქვემდებარებული კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის და ასევე ბავშვებისთვის, რომლებიც საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან, ეს სახელმძღვანელოები იქნება უფასო. უსასყიდლოდ გადაეცემათ წიგნები საჯარო სკოლების პედაგოგებსაც.

რომელი მოსწავლეები იყიდიან სასკოლო სახელმძღვანელოებს და ვის გადაეცემა უფასოდ - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა 

კერძო სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ყიდვა მოუწევთ და უკვე განსაზღვრულია ღირებულებაც:

მაგალითად პირველი კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოები და რვეულები 3-4 ლარი ეღირება, მასწავლებლებს კი საშუალოდ 6 ლარის გადახდა მოუწევთ.

ფასების ცხრილი საგნებისა და კლასების მიხედვით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203