
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის 4 კურსდამთარებული სწავლის გაგრძელებას 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე, ორი კი პროფესიულ სასწავლებელში აპირებს.
წელს სკოლა 6-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ოთხმა ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებს სწავლის გაგრძელებას. მათ საკმაოდ მაღალი ქულები მოიპოვეს და ახლა საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინში არიან. ორი კი პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს სწავლას.
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია, ახალგაზრდებს ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ექვსივე მიაღწევს დასახულ მიზანს, ასახელებენ სკოლას, მშობლებს და სამშობლოს“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი.