რომელი მოსწავლეები იყიდიან სასკოლო სახელმძღვანელოებს და ვის გადაეცემა უფასოდ - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა 
12-08-2026

სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დამტკიცდა.

პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

ა) საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

ბ) კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;

გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;

დ) ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 (ცხრა) სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II − XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

ე) კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს (მხოლოდ დედაენის სახელმძღვანელოები);

ვ) კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203