18 აგვისტოს, 15:00 საათზე, განათლების ხაარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-8 სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე საბჭოს წევრები იმსჯელებენ სხვადასხვა საფეხურის სპეციალური განათლების მასწავლებლების მომზადების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების თაობაზე. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერას და ამ სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესის გაუმჯობესებას.
ინფორმაციისთვის: რა ცვლილებები იგეგმება სპეცმასწავლებლების მიმართულებით
სხვადასხვა საფეხურის (სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო/საშუალო) სპეციალური განათლების მასწავლებლების მომზადების სტანდარტების განსაზღვრა.
60-კრედიტიანი სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების დახვეწა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის მომზადება.