
ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ალინა ღამბარიანმა, ლილით ხაჩატრიანმა და ეთერა დილანიანმა ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.
სკოლაში ახარებთ ახალგაზრდების შედეგები, მოტივაცია და სასწავლო შემართება და მათ ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებას და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.