დედის მოგონებებში შემორჩენილი აფხაზი მასწავლებლის ისტორია - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროექტის ფარგლებში, ემოციური ვიდეოგოლი მოამზადა
10-08-2026

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ პროექტის - „როცა აფხაზეთში დავბრუნდები!“ ფარგლებში საინტერესო და ემოციური ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ჩვენთვის მტკივნეულ თემაზე - აფხაზეთზე, პირადი მოგონებებისა და ადამიანური ისტორიების ფონზე გვიყვება.

ვიდეორგოლში მოსწავლემ დედის მოგონებები გააცოცხლა ივანდიდში გათხოვილ აფხაზ მასწავლებელზე - ადა გიცბაზე. დედის მონათხრობზე დაყრდნობით, ვიდეოში წარმოდგენილია აფხაზებისა და ქართველების საერთო მეგობრული წარსული. მოსწავლე ვიდეორგოლში ყურადღებას ამახვილებს იმ ტკივილზეც, რომელმაც ადამიანებზე წარუშლელი კვალი დატოვა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203