
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა, მომავალ თაობას მისცა ხარისხიანი ცოდნა, დღეს კი ნამდვილად შეუძლია იამაყოს საკუთარი კურსდამთავრებულებით.
კურსდამთავრებულებმა - მარიამ გუგუციძემ, მარიამ ორმოცაძემ, ანასტასია მანიჭეიშვილმა და ნანიკო ძიგრაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მაღალი შედეგები აჩვენეს.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით განსაკუთრებულად ხარობენ და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„ისეთი ამბები გვაქვს ზედა ვანის საჯარო სკოლაში, რომ სიამაყით ვართ სავსე. უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ვულოცავ მათ პირველი, უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას და ვუსურვებ ასეთივე წარმატებით ევლოთ ცხოვრების ყველა ეტაპზე.
ვულოცავ მათ მშობლებს, ყველაზე დიდ გულშემატკივრებს:
ვულოცავ ყველა მასწავლებელს, გულშემატკივარს, დამრიგებელს - მარიკა ბელთაძეს და უბრალოდ ყველას, ვისაც მათი წარმატება გულწრფელად გაუხარდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: