
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის ანსამბლი „იმედი“ ქობულეთის ფესტივალზე წარმატებული დებიუტით წარდგა.
ანსამბლის პირველი გამოსვლა სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად საამაყო აღმოჩნდა.
სკოლის წარმომადგენლები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ მათი შრომისა და მონდომების შედეგი სცენაზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა.
„გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო ვარსკვლავებო, ულევ წარმატებას გისურვებთ... მუდამ გვეხაროს და გვეამაყოს თქვენით...
უღრმესი მადლობა ჩვენს ქორეოგრაფს, ბატონ გელა ხურციძეს, თავდაუზოგავი შრომისთვის, წარმოუდგენლად მოკლე დროში მიღწეული საოცარი შედეგისთვის და დღევანდელი დღის ასე ლამაზად დაგვირგვინებისთვის... გვიმრავლოს ღმერთმა წარმატებული დღეები...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: