„გვეამაყებით და გვჯერა, სტუდენტურ ცხოვრებაშიც წარმატებულები იქნებით“ - ივანდიდის საჯარო სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ
10-08-2026

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ. 

სკოლაში ახალგაზრდებს გამორჩეულად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„თქვენი შრომა, თავდადება და მიზნისკენ სწრაფვა ამ მნიშვნელოვანი წარმატებით დაგვირგვინდა. გვეამაყებით და გვჯერა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ისეთივე წარმატებულები იქნებით, როგორც სკოლის წლებში.

გისურვებთ ცოდნით, პროფესიული მიღწევებით, ბედნიერებითა და წარმატებით სავსე მომავალს. იარეთ გაბედულად თქვენი ოცნებებისკენ და ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩინეთ საკუთარი თავი, თქვენი ოჯახი და ივანდიდის საჯარო სკოლა.

ბორის დუნდუა - (ოქროსმედალოსანი) ქართული ენა და ლიტერატურა - 59 ქულა, მათემატიკა - 47 ქულა, ინგლისური ენა - 67 ქულა;

გვანცა გვანცელაძე (ოქროსმედალოსანი) ქართული ენა და ლიტერატურა - 52 ქულა, მათემატიკა- 46 ქულა, ინგლისური ენა - 53 ქულა;

გივიკო ქუთათელაძე (ოქროსმედალოსანი), ქართული ენა და ლიტერატურა - 50 ქულა, მათემატიკა - 34 ქულა, ინგლისური ენა - 55 ქულა;

ნათია ლიპარტელიანი - ქართული ენა და ლიტერატურა - 46 ქულა, ისტორია - 30 ქულა, ინგლისური ენა- 61 ქულა. 

ასევე სტუდენტობას ვულოცავთ - რეზიკო გედენიძეს, თაკო ქუთათელაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, ახლა უკვე აბიტურიენტები საბოლოო შედეგებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვების მოლოდინში არიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203