
ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან ყველა აბიტურიენტმა დაძლია გამოცდა, მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს და 50-დან 71 ქულამდე მიიღეს.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებას და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ.