აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია - რომელ პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია
07-08-2026
დღეს, 7 აგვისტოს აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მოკლეტექსტური შეტყობინება გაეგზავნათ, რომელშიც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ თსუ-ს პროგრამაზე კოდით 0010157 გაუქმდა მიღება. გთხოვთ, გადახედოთ თქვენ მიერ შედგენილ პროგრამების პრიოროტეტულ სიას.“
 
აკრედიტაცია გაუუქმდა ევროპისმცოდნეობის პროგრამს. 
 
შეტყობინებამ აპლიკანტებში არაერთი კითხვა გააჩინა, ამიტომ გთავაზობთ განმარტებას - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს აბიტურიენტთა ცნობარში პერიოდულად ცვლილებები შეაქვს, რაც გამოწვეულია უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების განახლებით.
 
ცვლილებები ძირითადად უკავშირდება ახალი პროგრამების აკრედიტაციის მიღებას, ძველი პროგრამების გაუქმებას, ადგილების რაოდენობის კორექტირებას ან სწავლის საფასურის ცვლილებას. ვინაიდან უნივერსიტეტებში აკრედიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, საგამოცდო ცენტრი ვალდებულია აბიტურიენტებს მუდმივად მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია.
 
ამ ცვლილებების ფონზე, მომავალმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ მიერ არჩეულ პროგრამებს. პერიოდულად გადაამოწმონ ხომ არ შეიცვალა მიღების პირობები, რაოდენობა და სხვა ინფორმაცია ცნობარში. 
 
 
აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საგამოცდო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები (პროგრამების დამატება, წაშლა ან თანმიმდევრობის შეცვლა) შეიტანონ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით.
 
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ცვლილებას აქვეყნებდა ოფიციალურ საიტზე, თუმცა წელს მიდგომა შეიცვლა და როგორც ჩანს აბიტურიენტებს მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყიბინებები ეგზავნებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203