რატომ ითხოვენ სკოლები ეროვნულების შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება 
08-08-2026

ბოლო დღეებში აბიტურიენტები სოციალურ ქსელებში ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალები განათლების სამინისტროსთან გადავამოწმეთ. ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ სკოლას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შეფასებებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. და მაინც, რატომ შეიძლება მოსთხოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კურსდამთავრებულს საგამოცდო შედეგები?

პირველ ყოვლისა, სკოლები აანალიზებენ კურსდამთავრებულთა შედეგებს სწავლების ხარისხის შესაფასებლად  - წარმატებული შედეგები სკოლას ეხმარება პრესტიჟისა და რეიტინგის გაუმჯობესებაში.

გარდა ამისა, სკოლები ხშირად საჯაროდ ულოცავენ და აჯილდოებენ მაღალქულიან აბიტურიენტებს.

დაბოლოს, შედეგებზე დაყრდნობით სკოლა გეგმავს, რომელ საგნებს დაუთმოს მეტი ყურადღება მომავალში.

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა? - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები არის კონფიდენციალური და მათი გასაჯაროების ვალდებულება არ გაქვთ; მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, ქულების დამალვის გამო აბიტურიენტს რაიმე სახის ბარიერი შეუქმნას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203