ლომატურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება და ზარ-ზეიმით შეჯამებული სასწავლო წელი
07-08-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა პატარებისთვის მიეცათ ხარისხიანი ცოდნა, გაეხალისებინათ სასკოლო ცხოვრება და გაემარტივებინათ სასწავლო პროცესში ინტეგრირება. 

პატარებმა კი წარმატებით ისწავლეს ანბანი და მათემატიკის საოცარ სამყაროსაც დიდი ენთუზიაზმით გაეცნენ.

სასწავლო წლის მიწურულს კი ბავშვებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, სასწავლო მიღწევები  აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს და წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203