
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლამ კიდევ ღირსეული თაობა გააცილა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საუკეთესო სურვილები გაატანა.
სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში მე-12 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული მნიშვნელოვანი ეპიზოდები და დირექტორსა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა.
სკოლის დირექტორმა ოგანეს შორაღიანმა, მადლობა მოუხადა მოსწავლეებს იმ სიყვარულისთვის, რასაც ამდენი წლის მანძილზე გრძნობდა მათგან, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და ნათელი მომავალი უსურვა.
„ეჭვი არ მეპარება თითოეული თქვენგანი ასახელებთ სკოლას, მშობლებს და საზოგადოებისთვის გამოსადეგი და ღირსეული იქნებით“,-აღნიშნა დირექტორმა და ახალგაზრდბს შეახსენა, რომ ყოველთვის მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
იხილეთ ვიდეო: