კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ
08-08-2026

დამტკიცდა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი პირველი, 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირება

სტრატეგიის ძირითადი მიზნები და მიმართულებებია

სიკვდილიანობის შემცირება: გზებზე მაღალი სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების მაჩვენებლების მკვეთრი კლება.

ბავშვთა უსაფრთხოება: განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და შავ წერტილებზე რეაგირება.

ევროპული სტანდარტები: საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის დაახლოება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში არასრულწლოვნებისა და მოსწავლეების უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი რეფორმები და აქტივობები სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეეხებათ:

სკოლებში აქტიურად დაინერგება საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლება.

მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები, რათა მოსწავლეებმა ბავშვობიდანვე ისწავლონ გზაზე უსაფრთხო გადაადგილება და საგზაო ნიშნების დამორჩილება.

სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვასა და მკაცრ მონიტორინგზე.

სკოლებთან მოწესრიგდება „ზებრა“ გადასასვლელები, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და დამცავი ბარიერები, რათა ბავშვებმა გზა უსაფრთხოდ გადაკვეთონ.

გამკაცრდება მოთხოვნები იმ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიმართ, რომლებსაც მოსწავლეები გადაჰყავთ.

ტრანსპორტი დაექვემდებარება მკაცრ კონტროლს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მგზავრობისას ბავშვების დაშავების რისკი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203