პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
10-08-2026
მიმდინარეობს რეგისტრაცია ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე - მასწავლელის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ და ჩაერთონ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას, ასევე, ეროვნული და კულტურული იდენტობის განმტკიცებას.
 
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები, ხოლო მონაწილეები სასწავლო ჯგუფებში გადანაწილდებიან ასაკის, ქართული ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით.
 
სასწავლო პროცესი 2026 წლის 14 სექტემბრიდან განახლდება და კვირაში ორჯერ, Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის სასაათო ზონის შესაბამისად შერჩეულ დროს წარიმართება. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ სასწავლო ჯგუფი და პედაგოგი, ასევე, ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით.
 
პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის „ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში. ამჟამად პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და კანადაში მცხოვრები 3 500-მდე მოსწავლეა ჩართული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203