რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს
06-08-2026

რა შემთხვევაში ჩაირიცხება აბიტურიენტი პროფესიულ პროგრამაზე და რამდენპროცენტიანი ბარიარი უნდა ჰქონეს გადალახული  - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით განსაზღვრულია რამდენიმე ჩასაბარებელი საგანი, დაწესებულების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა ნაწილდება ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის პროპორციულად.

პროპორციული განაწილების ზუსტად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროგრამისთვის დადგენილ საგანთა ჩამონათვალში მითითებულ პირველ საგანს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ჩასაბარებელ საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს.

აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებისას გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203