ქუთაისის N37 სკოლის კურსდამთავრებულების -  ლუკა ბერიძისა და გიორგი ბუბუტეიშვილის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
06-08-2026

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ დღეს კი მათი შედეგებით ხარობენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლუკა ბერიძისა და გიორგი ბუბუტეიშვილის წარმატება. 

 ლუკა ბერიძემ, ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულიდან 69 ქულა დაიმსახურა.

გიორგი ბუბუტეიშვილმა კი 70-დან 65 ქულა მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„სამაგალითო და წარმატებული კურსდამთავრებულები! ვამაყობთ თითოეული თქვენი წარმატებით. წინ დიდი და ბრწყინვალე გზაა! წარმატებული და ბედნიერი სტუდენტობა გქონოდეთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება სრულდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203