კრწანისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა დაუვიწყარი „ბოლო ზარი“ 
06-08-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საუკეთესო სურვილები გაატანა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.  ახალგაზრდებმა სკოლის დამთავრება გამორჩეულად აღნიშნეს. გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა, ახალგაზრდებს კი დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. 

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა. 

დღეს ახალგაზრდები ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებისა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვების მოლოდინში არიან. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატივრობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203