კისისხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანა ხმალაძემ ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგი აჩვენა 
06-08-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ. 

2026 წლის აბიტურიენტმა ანა ხმალაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ბრწყინვალე შედეგები აჩვენა.

ანა ხმალაძემ ინგლისური ენაში უმაღლესი 70-დან 67 ქულა მოიპოვა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი - 60-დან 51 ქულა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და სასრუველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება სრულდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203