ფშაველის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა საამაყო შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 
06-08-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა, მომავალ თაობას მისცა ხარისხიანი ცოდნა, დღეს კი ნამდვილად შეუძლია იამაყოს საკუთარი კურსდამთავრებულებით.

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს.

საამაყოა ნიკოლოზ ფიდუაშვილის შედეგები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 57/60;
  • მოქალაქეობა - 54/60;
  • ინგლისური ენა - 67/70.

წარმატებული შედეგები აჩვენა ანანო მჭედლიშვილმაც. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 54 ქულა დაიმსახურა, ინგლისური ენაში კი 70-დან 66 ქულა მოიპოვა. 

ლელა ზათიაშვილმა კი ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღო - 70-დან 70 ქულა. 

სკოლაში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ხარობენ მათი წარმატებით და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება სრულდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203