ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ამაყობენ.
თეკლა ვეშაპიძემ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, დღეს კი საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინშია. სკოლის დირექტორი მაია მეგრელი მისი დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია და აბიტურიენტის წარმატებას მასთან ერთად ხარობს.
სკოლის ხელმძღვანელი კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს და სჯერა სიყვარულითა და სითბოთი აღზრდილი გოგო თავისი ნიჭითა და შრომით მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააოცებს.
„სიამაყით, სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ რგანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს - თეკლა ვეშაპიძეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარებას!
თეკლა, შენ ხარ ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული და ნიჭიერი გოგო, საამაყო შვილი ხარ როგორც შენი მშობლების ასევე, შენი სკოლისა და შენი მასწავლებლებისთვის.
გულით მჯერა, რომ არ იარსებებს ისეთი მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვერ შეძლებ. შენი მონდომება, ცოდნა და ადამიანური ღირებულებები აუცილებლად მიგიყვანს დიდ წარმატებამდე.
მჯერა, ჭიათურის პატარა სოფელ რგანში სიყვარულითა და სითბოთი აღზრდილი გოგო თავისი ნიჭითა და შრომით მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააოცებს!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო: