აბიტურიენტებს განაცხადის გასაკეთებლად ბოლო დღე აქვთ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება დღეს, 6 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება.
გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).
გამოსაცდელს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს.