განახლდა - უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა სპეციალობების მიხედვით
05-08-2026

2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და ვადები ცნობილია - მთავრობის ახალი ნორმატიული აქტით კვოტები განახლდა.

ცვლილებები შეეხო როგორც ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტებს, ისე იმ პირებს, რომლებიც უნივერსიტეტებში გამოცდების გავლის გარეშე ირიცხებიან. ​

გარდა ამისა, განისაზღვრა უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული ვალდებულებები:

გამოცდების გარეშე მისაღები, კონკრეტული კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვის ბრძანება უნივერსიტეტებმა უნდა გამოსცენ არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრისა. ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში კი სასწავლებლები ვალდებულნი არიან, ეს მონაცემები წარადგინონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ჯამში სახელმწიფო უნივერსიტეტები 21 709 სტუდენტს მიიღებენ სხვადასხვა მიმართულებაზე, ხოლო რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს - ვაკანტურია 3 390 ადგილი.

დეტალური ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე - იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203